შარლ მიშელი: რუსეთის არ გვეშინია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთთან უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობები სურს.

„რუსეთის საკითხზე ჩვენ ერთიანობა გვაქვს. ეს აშკარა იყო ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო, მავნე და პროვოკაციულ ქმედებს. რუსეთის არ გვეშინია და სიმტკიცეს ვიჩენთ. მე ეს ვლადიმერ პუტინს მშვიდად და მტკიცედ განვუცხადე სატელეფონო საუბარში“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, რუსეთის მიმართ ამერიკისა და ევროპის ტრანსატლანტიკური ერთიანობა საერთო ინტერესებისა და ფასეულობების დაცვას უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები