მაია ბითაძე: ოპოზიციას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონპროექტები და პარლამენტში მომზადებულები მოვიდნენ
“ოპოზიციას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონპროექტები და პარლამენტში მომზადებულები მოვიდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი არის პრობლემის გადაჭრის გზა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ერთი ის, რომ პარლამენტში მოსვლა ეზარებოდა და ახლა პარლამენტში არიან და არ ისმენენ რაზეა კანონპროექტი. ისინი საუბრობენ ისეთ რაღაცებზე, რასაც კანონპროექტი არ ეხება. კანონპროექტი არის პრობლემის გადაჭრის გზა იმ ფონზე, როდესაც რეგულირებები არის გამკაცრებული, კოეფიციენტები აიკრძალა, გამწვანებულ ზონებში მშენებლობა შეიზღუდა, დაუმთავრებელი მშენებლობის პრობლემები იჭრება და პრობლემად რჩება ექსპლუატაციაში მიღებული შენობები და ამ დროს ოპოზიციამ რაღაც მაგალითები მოიყვანა, მე დღეს მათ პასუხი გავეცი, რომ ვინც ჩამოთვალეს, ყველა დაჯარიმებულია. ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს, არავის აინტერესებს მათი პერფორმანსები. წაიკითხონ კანონპროექტები და პარლამენტში მომზადებულები მოვიდნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს.