ჯეიმს აპატურაი: საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიად რჩება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, 2020 წელს უკრაინას შესთავაზეს პარტნიორობა გაფართოებული შესაძლებლობებით, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, ალიანსთან თანამშრომლობა განავითაროს.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსის კარი ღიად რჩება.

ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

“ნატო-ს კარი ღიად რჩება. მოკავშირეები ერთგულები არიან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. ველოდებით, რომ ალიანსის ლიდერებს ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადებენ შემდეგ კვირას, სამიტზე,” – თქვა აპატურაიმ.

მისივე თქმით, უკრაინის სამომავლო წევრობისთვის აუცილებელია მრავალი რეფორმის განხორციელება არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ – კანონის უზენაესობის, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკის სფეროებში.

”ლიდერობა უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხში, უპირველეს ყოვლისა, არის ლიდერობა რეფორმების გზაზე”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები