ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ პირველ მოადგილესთან, სერგი ხიდეშლთან ერთად, გეგმური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე”, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს ამს ტექნიკსი”, შპს „ კაპიტელი”, შპს „ ორვო”, შპს „ ჯეი ემ კომპანი”, შპს „ ემდი როუდი”, შპს „ დელტამშენიო” წარმომადგენლებთან. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლის მოწყობის, ნაპირსამაგრების, ხიდების მშენებლობის, წყლის სისტემის რეაბილიტაციის, რიონის კალაპოტის ფორმირებისა და დამცავი ლოდნარი ჯებირის მოწყობის საკითხები, ასევე, ისაუბრეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებსა და სხვა საყურადღებო თემებზე.
განსაკუთრებით, აღინიშნა ივლისის თვეში, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთვის გეგმა – გრაფიკთან ჩამორჩენისა და ვადაგადაცილების საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძრვანელები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები