ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება – პროექტის პრეზენტაცია 14 ივნისს გაიმართება

14 ივნისს, 13:00-14:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის მოწყობის პროექტის გახსნა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შედეგად 144 კომლს მიეწოდება სუფთა სასმელი წყალი, რაც მათი ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
პროექტის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ეუთო-ს გენერალური მდივანი – ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში – ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი – ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები