აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, პარმენ ჯალაღონია აირჩიეს

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უკვე მეორე ვადით, მოქმედი თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და  დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურა მეორე ვადით არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი.

„რაც შეეხება ოპოზიციის კითხვებს, ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და არცერთი კითხვა არ დაგვიტოვებია უპასუხოდ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ყველა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებიც ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, განვლილი არჩევნები შეაფასა, როგორც დემოკრატიული და გამჭვირვალე. ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტსა და დაინტერესებულ პირთან ვითანამშრომლოთ და გავცეთ ყველა კითხვას პასუხი“, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები