აჭარაში კოვიდვაქცინა, ჯამურად, 19 469 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა,  ჯამურად, 19 469 პირმა გაიკეთა.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ 3414 , „ასტრაზენეკათი“ 4691, „სინოფარმით“ 7184 და „სინოვაკით“ 4180 მოქალაქე აიცრა.

უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 13 პაციენტი იმყოფება.

კოვიდკლინიკებში კი 259 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები