„კომიტეტი ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს”

პოსტკოვიდურ პერიოდში შრომის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს „ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის” (EPAC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მიმართა, რომელმაც ახალი შრომის კოდექსით შემოთავაზებულ სიახლეებზე ისაუბრა.
„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომლითაც შესაძლებელი ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც შრომის ახალ კოდექს ახლავს.
სხვადასხვა ფორმატში დისკუსია და მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ შეხვედრების მიზანია, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, სადაც დაცული იქნება იმ სუბიექტების უფლებები, რომლებიც შრომით ურთიერთობებში არიან ჩართულნი”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები