ევროკავშირი შეუერთდა ბაიდენის მოწოდებას, დადგინდეს COVID 19-ის წარმოშობა

ევროკავშირი უერთდება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწოდებას, რომ COVID19-ის წარმოშობის დადგენასთან დაკავშირებით ახალი გამოძიება დაიწყოს.

ამის შესახებ ბრიტანეთში “დიდი შვიდეულის” სამიტზე გამგზავრებამდე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, – წერს ​Politico.

“ეს საკითხი მოითხოვს სრულ გამჭვირვალობას გაკვეთილების მისაღებად. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ სიცხადის მისაღწევად ყველა ძალისხმევას. მსოფლიოს აქვს უფლება, იცოდეს, რა მოხდა ზუსტად, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს”, – თქვა მან.

მსგავსი განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ წარმოიშვა ეს პანდემია, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი შემაკავებელი მექანიზმები განვავითაროთ, რათა ეს აღარ განმეორდეს მომავალში. გამომძიებლებს საჭირო ინფორმაციასთან წვდომა სრულად უნდა ჰქონდეთ, რომ პანდემიის რეალური წყარო დადგინდეს”, – თქვა მან.

მოსალოდნელია, რომ G7-ის ლიდერები: შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, გაერთიანებული სამეფო და იაპონია სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეტში მოითხოვენ ახალ დამოუკიდებელ გამოძიებას ჯანმო-ს ეგიდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები