HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით, რეგიონებში შეხვედრები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დარგობრივი ასოციაციების (რესტორატორთა ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია) ჩართულობით, იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციის შესახებ ობიექტების ინფორმირება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან. შეხვედრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები.
ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, რეგულაციის თანახმად, 1-ელი ივნისიდან ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები