პოლონეთში პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ პრორუსული პარტიის – “სმენა”-ს ყოფილი წევრი, იანუშ ნ. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე დააკავა.

ამის შესახებ Polsat News-ი წერს.

აღინიშნება, რომ ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ 31 მაისს ბელოსტოკში დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალს არ აღიარებს, ვარშავის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 2 ივნისს სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.

პოლონეთის კანონის მიხედვით, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან 10 წლამდე.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ იანუშ ნ. აქტიურად მოქმედებდა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე და გაააქტიურა საქმიანობა მას შემდეგ, რაც ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე მისი თანამოაზრე დააკავეს.

კერძოდ, ეჭვმიტანილი იმ ადამიანების თხოვნით, რომლებიც რუსეთის დაზვერვაზე მუშაობენ, ცდილობდა პოლონელ და უცხოელ პოლიტიკოსებთან კონტაქტების დამყარებას, მათ შორის, მათთან, ვინც ევროპარლამენტში მუშაობს.

”მისი საქმიანობა იყო რუსეთის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული პროექტების ნაწილი, რომლებიც მიზნად ისახავდა პოლონეთის პოზიციების შესუსტებას ევროკავშირსა და საერთაშორისო არენაზე”, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

პოლონური მედიის ცნობით, იანუშ ნ. მრავალი წლის განმავლობაში იყო პარტია “სმენა”-სთან კავშირში, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრორუსული საქმიანობით.

ის ასევე იყო მატეუშ პისკორსკის ერთ-ერთ თანამოაზრედ ითვლება, რომელსაც 2018 წელს ბრალი წაუყენეს რუსეთისა და ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. პისკორსკი ამ ქმედებისთვის მაღალ ანაზღაურებას იღებდა და სამი წელი გაატარა გისოსებს მიღმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები