ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

 

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 94 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან უკვე 29 183 121 დაავადებულს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების დღიური ანტირეკორდი დაფიქსირდა. ვირუსს 6 148 პაციენტი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან კი სულ 359 676 ლეტალური შემთხვევაა.

გარდაცვალების წინა ანტირეკორდი 19 მაისს იყო დაფიქსირებული, როდესაც დაავადებას 4 529 კოვიდპაციენტი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში სიკვდილიანობის მაჩვენებლის დიდი ნახტომი უკავშირდება იმას, რომ ბიჰარის შტატის მთავრობამ ინფექციის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ადგილზე გადაამოწმა. მაგალითად, გუშინ შტატში განაცხადეს 5 478 დაღუპულის შესახებ, თუმცა, შემოწმებამ აჩვენა, რომ ლეტალური შემთხვევების 3 ათასზე მეტი შემთხვევა დათვლილი არ იყო.

შემოწმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პატანას უმაღლესმა სასამართლომ მოითხოვა მონაცემების გადამოწმება მედიისა და საზოგადოების მტკიცების ფონზე, რომ შტატის მთავრობა ნამდვილ რიცხვებს მალავს.

ჯამურად, დღეს შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ ლეტალური შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა 3 971 შეადგინა.

ინდოეთში ოპოზიცია, ასევე, მედია ხშირად წერს, რომ შტატების ხელმძღვანელობა გარდაცვალებისა და ინფიცირებულთა ნამდვილ სტატისტიკას მალავს. მოსალოდნელია, რომ, ბიჰარის შტატის შემდეგ, მონაცემის გადამოწმება სხვა შტატებსაც მოუწიოთ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსისგან 151 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამურად, დაავადება 27 655 493-მა პირმა დაამარცხა.

ასევე, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 379 261 მილიონს გაუკეთდა, სულ ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანების რიცხვმა 242 726 693 -ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები