ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 30 წლამდე ქალი გადმოვარდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თვითმხილველების თქმით, ქალი ბათუმში ტურისტული მიზნით იმყოფება.