ინდოეთში სახლის ჩამონგრევას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

მუმბაიში ორსართულიანი სახლის ჩამონგრევას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – სულ მცირე, 7 დაშავდა.

ტელეარხ NDTV-ის ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები რჩებოდნენ.

ამჟამად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით მდგომი სამსართულიანია სახლიდან ხალხის ევაკუაციას ახორციელებს, რომელიც ასევე ავარიულ მდგომარეობაშია.

Times of India-ს ვარაუდით, ნგრევის მიზეზი შესაძლოა, გადაუღებელი წვიმებით იყოს გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები