“შენ ხარ ღალატისა და უნამუსობის ნათელი მაგალითი” – პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილი და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა პარლამენტში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძესა და უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის.

მათ შორის კონფლიქტის მიზეზი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები იყო.

“შენ ხარ ღალატისა და უნამუსობის ნათელი მაგალითი, ბევრს ლაპარაკობდი მიშასა და “ნაციონალებზე”, ვის გვერდით ზიხარ ახლა”, – უთხრა ყაველაშვილმა სანიკიძეს.

საპასუხოდ სანიკიძემ განაცხადა: “შენ რა იცი, ღალატი რა არის, საერთოდ ლაპარაკი თუ იცოდი, არ მეგონა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები