ზაალ უდუმაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ იმიტომ, რომ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ამნისტიის შესახებ ის კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიისთვის მიუღებელია ამნისტიის შესახებ კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, ამიტომაც, “ნაცმოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

„ყველა პუნქტის განხილვაში აქტიურად ვიქნებით ჩართულები, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. სასამართლო სისტემის რეფორმით დაწყებული, საარჩევნო სისტემის რეფორმით გაგრძელებული. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ იმიტომ, რომ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ამნისტიის შესახებ ის კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები