მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ,,ნაცმოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ,,ნაცმოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევს.

„როგორც თავის დროზე ჩვენ დავიცავით ქართული ინსტიტუტები, სახელმწიფოს პრესტიჟი მათგან და ქართული კანონმდებლობა მათგან, ასევე შევეცდებით, დავიცვათ ევროპული და მათი პრესტიჟი, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ მოუწევთ ხელმოწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები