სოჭში მამაკაცმა ორი აღმასრულებელი მოკლა

​სოჭში მამაკაცმა სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისული ორი ადამიანი მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის შსს განყოფილება ავრცელებს.

შემთხვევა, დაახლოებით, დილის 10:00 საათზე მოხდა.

აღინიშნება, რომ 60 წლის მამაკაცმა განათლების ქუჩაზე მისულ ორ აღმასრულებელს ცეცხლი გაუხსნა, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლებისთვის მივიდნენ.

დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ.

ეჭვმიტანილი დაკავებულია, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები