ნატო-ს სამიტი ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდულად მოკლე დროში დამთავრდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს ჩატარდება და რომელშიც აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას, რეკორდულად მოკლე იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ნატო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ ის მხოლოდ ერთი სამუშაო სესიით შემოიფარგლება, რომლის ხანგრძლივობაც 2,5 საათი იქნება.

“გენერალური მდივანი ფორმალურად მიესალმება დელეგაციის ხელმძღვანელებს 13:00 საათზე. სამიტის სამუშაო სესია უნდა დაიწყოს 13:30 საათზე და გაგრძელდება 16:00 საათამდე. გენერალური მდივანი შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს 16:15 საათზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამრიგად, ალიანსის 30 ქვეყნის ლიდერებს ექნებათ 150 წუთი ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის განსახილველად შემდეგი ათწლეულის განმავლობაში. თითოეულს დაეთმობა ხუთ წუთზე ნაკლები დრო ალიანსის გენერალური მდივნის გახსნისა და დასკვნითი სიტყვების გათვალისწინებით. როგორც წესი, ნატო-ს სამიტები გრძელდება ორ დღეს და შედგება სამიდან ოთხი სამუშაო სესიისგან, თითოეული მათგანი რამდენიმე საათს გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები