ალეკო ელისაშვილი – გახარიაზე: ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს

“პრემიერმინისტრის პოსტიდან ვერ გამოდის და სულ მინიშნებებითა და სამაზროვანი წინადადებებით ლაპარაკობს”, – ასე შეაფასა ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ.

მისი თქმით, გახარია ახლა ოპოზიციაშია და გულწრფელად უნდა ილაპარაკოს.

„რჩევა მაქვს გახარიას მიმართ, უფრო გულწრფელად ილაპარაკოს. როგორც ჩანს, პრემიერმინისტრის პოსტიდან ვერ გამოდის და სულ მინიშნებებითა და სამაზროვანი წინადადებებით ლაპარაკობს. პრემიერი და შს მინისტრი აღარ არის, ოპოზიციაშია და გულწრფელად ილაპარაკოს, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს თავი დაანებოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები