ლე პენი მაკრონის წინააღმდეგ ფიზიკურ აგრესიას გმობს

საფრანგეთის პარტიის – “ეროვნული გაერთიანების” ხელმძღვანელი, მარინ ლე პენი ქვეყნის პრეზიდენტისთვის უცნობი მამაკაცის მიერ სილის გაწნას გამოეხმაურა.

ლე პენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გმობს “მიუღებელ” ფიზიკურ ძალადობას საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ.

“თუ დემოკრატიული დებატები შეიძლება, იყოს მწვავე, ისინი ვერასდროს ეგუებიან ფიზიკურ ძალადობას. მე მკაცრად ვგმობ რესპუბლიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიუღებელ ფიზიკურ აგრესიას”, – დაწერა ლე პენმა.

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ასევე ქვეყნის პრემიერმა. როგორც ჟან კასტექსმა ეროვნულ საკრებულოში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, ”პრეზიდენტის მეშვეობით დარტყმა მიმართულია დემოკრატიისკენ. დემოკრატია  არის დებატები, ეს არის დიალოგი, ეს არის იდეების შეჯახება, რა თქმა უნდა, ეს არის უთანხმოების ლეგიტიმური გამოხატვა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, იყოს ძალადობა, ვერბალური აგრესია და, მით უფრო, ფიზიკური აგრესია”.

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს დაუდგენელმა პირმა დრომის დეპარტამენტში სილა გააწნა. ინციდენტის შედეგად ორი პირია დაკავებული. მათი ქმედების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები