საფრანგეთის პრემიერი: მაკრონის მიმართ განხორციელებული აგრესია დემოკრატიაზე დარტყმაა

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ემანუელ მაკრონისთვის უცნობი მამაკაცის მხრიდან სილის გაწნა დაგმო.

როგორც მან ეროვნული საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ”პრეზიდენტის მეშვეობით დარტყმა მიმართულია დემოკრატიისკენ. დემოკრატია არის დებატები, ეს არის დიალოგი, ეს არის იდეების შეჯახება, რა თქმა უნდა, ეს არის უთანხმოების ლეგიტიმური გამოხატვა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, იყოს ძალადობა, ვერბალური აგრესია და, მით უფრო, ფიზიკური აგრესია”.

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს დაუდგენელმა პირმა დრომის დეპარტამენტში სილა გააწნა. ინციდენტის შედეგად ორი პირია დაკავებული. მათი ქმედების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები