იაგო ხვიჩია: დიდი ხანია, “ნაცმოძრაობას” პარლამენტში ველოდებით რუდუნებითა და პატივისცემით

“დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებითა და პატივისცემით”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სიურპრიზების მოწყობას არ აპირებენ.

„დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებითა და პატივისცემით. დღესაც ვაპირებთ, რომ დაველაპარაკოთ ადამიანურად და მოვისმინოთ, რა გეგმები აქვთ, როგორ უყურებენ სამომავლო გზას საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, არანაირ სიურპრიზებს და გაუგებარი რაღაცების მოწყობას ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები