გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა

“გიორგი გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება გადაწყვეტილებას არჩევნებზე დააფიქსირებს.

„გიორგი გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა. სწორედ ამას მიანიშნებდა ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც. ის ბუნებრივი, გულდასაწყვეტი ემოცია მას ჰქონდა, პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნების“ მიმართ და შემდგომ უკვე გიორგი გახარიას მიმართ. მისი ნაბიჯები რომ იყო ანტისახელმწიფოებრივი, ნამდვილად არ ემსახურებოდა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვას მაშინ, როდესაც უმრავლესობაზე სამი-ოთხი დღის წინ სულ სხვა რამეს გვიმტკიცებდა. ბუნებრივად ბადებს ძალიან ბევრ კითხვას, რაზეც ის პასუხს არ სცემს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თავად გააკეთებს გადაწყვეტილებას შემოდგომის არჩევნებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები