ტეხასში ქალს მანიკურის ფასი ეძვირა და იარაღით სალონის მეპატრონე დაჭრა

აშშ-ის ტეხასის შტატში ქალმა მანიკურის სალონში ცეცხლი იმიტომ გახსნა, რომ მომსახურების ფასი არ მოეწონა.

NBC News-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად მძიმედ არის დაშავებული დაწესებულების ხელმძღვანელი.

ჰარისის ოლქის შერიფი ამბობს, რომ ჯოანა ვარამ და მისმა დამ სალონში მანიკური და პედიკური გაიკეთეს, რის შემდეგაც მფლობელთან მომსახურების ფასთან დაკავშირებით კამათი დაიწყეს.

პოლიციის ცნობით, ვარამ ცოტა ხნით ადგილი დატოვა და მალევე მობრუნდა. სალონის მეპატრონემ სცადა მისი შენობიდან გაყვანა, თუმცა, ქალმა მას ცეცხლი გაუხსნა.

ინციდენტის შემდეგ ორივე ქალი გაიქცა.​

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებეს ადგილზე მძიმედ დაჭრილი 42 წლის მამაკაცი დახვდათ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალი დაკავებულია და ჰარისი ოლქის ციხეშია გადაყვანილი, მას ბრალი წარედგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები