სტოლტენბერგი: რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ნატო-სთვის საფრთხეა

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში რუსეთ-ჩინეთის აქტიური თანამშრომლობა ალიანსისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა la Repubblica-თან საუბარში თქვა.

“ბოლო პერიოდში რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო ინტენსიურად თანამშრომლობენ როგორც პოლიტიკურ, ისე – სამხედრო დონეზე. საუბარია ახალ განზომილებასა და სერიოზული გამოწვევაზე ნატო-სთვის. ამის შედეგად ახალი საფრთხეები წარმოიქმნება. მოსკოვი და პეკინი სულ უფრო ხშირად უწევენ კოორდინაციას თავიანთ პოზიციებს მრავალმხრივი ორგანიზაციების ჩარჩოებში, როგორიცაა გაერო ”, – თქვა ალიანსის ლიდერმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ისინი ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, ექსპერიმენტებს ატარებენ საბრძოლო თვითმფრინავები შორ მანძილზე ფრენებსა და საზღვაო ოპერაციებში, ასევე, ინტენსიურად ცვლიან გამოცდილებას იარაღის სისტემებსა და ინტერნეტის კონტროლთან დაკავშირებით.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა მოახდინოს ადაპტირება გლობალური უსაფრთხოების კონტექსტთან, რომელიც სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.

”სისტემებს შორის გლობალური სისტემების კონკურენციის ეპოქაში ვცხოვრობთ”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთანავე, ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს აქვს შესაძლებლობა, ადეკვატურად უპასუხოს ახალ გამოწვევებს.

”ბლოკის წარმატება უკავშირდება ცვალებად სამყაროში ადაპტაციის შესაძლებლობას. ეს მოხდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, 11 სექტემბრის ტერაქტებისა და რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. მას შემდეგ ახალი საფრთხეები გაჩნდა, რაზეც, რა თქმა უნდა, ვუპასუხებთ”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები