აშშ უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 900 ათას დოზას გადასცემს

აშშ უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 900 ათას დოზას გადასცემს.

ამის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის პირველი პირების სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეინ ფსაკიმ განაცხადა.

ასევე, მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენი მიმდინარე ზაფხულს ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდება.

ის, რომ ვაშინგტონი ღარიბი ქვეყნებისთვის 80 მილიონი დოზა ვაქცინის გადაცემას გეგმავს, მაისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.

როგორც მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, AstraZeneca-ს ვაქცინებს მესამე ქვეყნებში მას შემდეგ გაანაწილებენ, რაც პრეპარატის გამოყენებაზე რეკომენდაციას აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები