მაიკ რაიანი: ჯანმო ვერ აიძულებს ჩინეთს, Covid-19-ის წარმოშობის შესახებ დამატებითი მონაცემები გამოაქვეყნოს

ჯანმო ვერ აიძულებს ჩინეთს, Covid-19-ის წარმოშობის შესახებ დამატებითი მონაცემები გამოაქვეყნოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს უფლებამოსილება, ვინმე ამასთან დაკავშირებით აიძულოს. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მხარდაჭერას“, – აღნიშნა მაიკ რაიანმა.

ცნობისთვის, 26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა. 25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად. 30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები