სერჟ სარგსიანი: ფაშინიანის ადგილას თავს მოვიკლავდი

“ნიკოლ ფაშინიანის ადგილას თავს მოვიკლავდი”, – თქვა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, სერჟა სარგსიანმა ჯერმუკში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, სომეხი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანს ცოტა ღირსება რომ ჰქონდეს, თავი უნდა მოეკლა.

“გეფიცებით, მე რომ ვიყო უმაღლესი მთავარსარდალი და ასეთი სიტუაცია ყოფილიყო, თავს მოვიკლავდი. ვის სჭირდება ასეთი ცხოვრება?”, – თქვა სარგსიანმა და აღნიშნა, რომ ფაშინიანის სინდისზეა 5 ათასი სამხედროს სიცოცხლე, რომ “არაფერი ვთქვათ კორონავირუსის გამო გარდაცვლილ 5 ათას ადამიანზე”.

სარგსიანს ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა რიტორიკული კითხვით: რატომ არ მოიკლა აქამდე თავი თავად სერჟ სარგსიანმა?

როგორც ფაშინიანმა არმავირის ოლქში ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, “ის ამბობს, რომ უმაღლესი მთავარსარდალი რომ ყოფილიყო თავს მოიკლავდა. და ბოლო ათი წლის განმავლობაში სომხეთის მიერ შეძენილი იარაღის 75% არ არის თავის მოკვლის მიზეზი? ან მონტე-კარლოს კაზინოში სამხედროებისგან მოპარული მილიონები რომ წაეგო, მოიკლავდა თავს?”, – თქვა ფაშინიანმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ 2018 წლიდან ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 48% -ით არის გაზრდილი. გასულ ათი წლის განმავლობაში პირველად, სომხეთმა 2019 წელს შეიძინა იარაღის 62%. მხოლოდ 10 წლის განმავლობაში, 2018 წლიდან 2020 წლამდე ხელისუფლებამ შეიძინა იარაღის მოცულობის 75-დან 80% -მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები