ნინო წილოსანი: ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას” არ სჭირდება არანაირი დამატებითი პარტიების მოშველიება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას” არ სჭირდება და არ გეგმავს არანაირი დამატებითი პარტიების მოშველიებას.

„რიგი ჯგუფების მიერ და ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური ჯგუფების და თავად, ალბათ, გახარიას მომხრეების მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია და მკვიდრდებოდა, რომ გახარიას პარტია შეიძლება, წარმოადგენდეს „ქართული ოცნების” გარკვეულ სატელიტს. ივანიშვილის დღევანდელი განცხადება სწორედ ემსახურებოდა იმას, რომ ეს აბსურდული ბრალდება და ჭორის გავრცელების მცდელობა კიდევ ერთხელ უარეყო. განცხადებაში მკაფიოდ არის გამოთქმული მისი პოზიცია როგორც პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ მისთვის სატელიტი პარტიების დაფუძნება ყოვლად მიუღებელია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანად ჩვენი გუნდის პოლიტიკა ეფუძნებოდა იმას, რომ ამგვარი მანკიერი და ცუდი პრაქტიკა აღმოგვეფხვრა. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას” არ სჭირდება და არ გეგმავს არანაირი დამატებით პარტიების მოშველიებას. თავად ის ფაქტი, რომ გახარიას გადადგომას არ მოყოლია გუნდის შიგნით არანაირი მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები, ადასტურებს იმას, რომ გუნდი არ არის დამოკიდებული ინდივიდებზე, გუნდი არის ერთიანი და ძლიერი” , – განაცხადა წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები