იაგო ხვიჩია: იმისთვის, რომ არ გაატანოს „ქართული ოცნების“ ხმები გიორგი გახარიას, მმართველი გუნდი ცდილობს, საჯარო სივრცეში გახარიას გაემიჯნონ
”არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიას ეშინია, თუმცა, „ქართული ოცნება“ უშვებს, რომ გახარიამ შესაძლოა, მათი ხმების ნაწილი წაიღოს,”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, იმისთვის, რომ არ გაატანოს „ქართული ოცნების“ ხმები გიორგი გახარიას, მმართველი გუნდი ცდილობს, საჯარო სივრცეში გახარიას გაემიჯნონ.
„გახარიას პარტია ახალია და კითხვებზე ჯერ არ უპასუხიათ. სავარაუდოდ, გახარია ემზადება აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის. ამ პროცესში ყველაფრის მოსმენას შევძლებთ. „ქართული ოცნებისთვის“ 43 პროცენტის ვერაღება არის შარი და იმისთვის, რომ არ გაატანოს „ქართული ოცნების“ ხმები გიორგი გახარიას, მმართველი გუნდი ცდილობს, საჯარო სივრცეში გაემიჯნონ გახარიას. არ მჯერა იმ ნაწილის, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიას ეშინია, თუმცა, „ქართული ოცნება“ უშვებს, რომ გახარიამ შესაძლოა, მათი ხმების ნაწილი წაიღოს. მათი კამპანია სრულიად ბუნებრივია და ოპოზიციაც მსგავს კამპანიას დაიწყებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.