ირაკლი ქადაგიშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, არის თუ არა გიორგი გახარია მისი პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“

“ბიძინა ივანიშვილის განცხადება წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, არის თუ არა გიორგი გახარია მისი პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“, – ამის შესახებ პარტია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, კრიტიკულ მომენტში გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო უაღრესად დამაზიანებელი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ – სახელმწიფოსთვის.

„პოლიტიკიდან წასული ადამიანი იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა. ეს წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“. იმ კრიტიკულ მომენტში მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო უაღრესად დამაზიანებელი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ სახელმწიფოსა და ქვეყნის სტაბილურობისთვის. ზუსტად ეს შეფასება აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილსაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ფონდმა „ქართუმ“ დღეს გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები