WSJ: პუტინი ერდოღანს უკრაინის მხარდაჭერისთვის დაემუქრა

“თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უამბო, რომ ვლადიმერ პუტინი დაემუქრა თურქეთში ფრენების აკრძალვის გახანგრძლივებით, თუ ანკარა კიევის მხარდაჭერას, ასევე, მისთვის უპილოტო საფრენი აპარატების – Bayraktar- ის მიყიდვას არ შეწყვეტს”, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის უმაღლესი რადას თავდაცვის კომიტეტის უფროსის მოადგილის, იური მისიაგინის განცხადებით, “ბაირაქტარები” უკრაინას “რუსული აგრესიის შეკავებაში” ეხმარებიან, ასევე, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებაში დაეხმარება.

რაც შეეხება თურქეთ-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეჩერებას, ეს 15 აპრილიდან მოხდა – ოფიციალური განცხადებით, თითქოს, კორონავირუსის გამო. პირველ ივნისს რუსეთმა გადაწყვეტილება 21 ივნისამდე გაახანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები