მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსი გილაშვილმა, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების დასკვნითი ეტაპი ადგილზე მოინახულა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

“დასასრულს უახლოვდება საფეხმავლო ბილიკზე დამონტაჟებული ლითონის მოაჯირების სამღებრო სამუშაოები და გარე განათების მოწყობა.

პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის. სამუშაოებს კომპანია „დინ გრუპი” აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1260 000 ლარია, რომელიც როგორ ადგილობრივი, ბიუჯეტიდან ასევე საგრანტო თანხით არის დაფინანსებული. 1 664 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთით 80 ამდე ოჯახი ისარგებლებს. გარდა ამისა, გაიზრდება ამ ადგილის ტურისტული პოტენციალი. ულამაზესი ლანდშაფტი იშლება მანავის ციხიდან. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ვიზიტორს არ აძლევდა ამ მშვენიერების ნახვის საშუალებას. ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ, მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ტურისტულად სტრატეგიულ ადგილს უამრავი ვიზიტორი ეყოლება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები