დავით მათიკაშვილი: გიორგი გახარიას ნაბიჯი საეჭვოდ ესადაგება იმ გეგმებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მაშინდელი პოზიცია,”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სამართლის აღსრულების გადადების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის გეგმებს საეჭვოდ ესადაგება.
„მისი ნაბიჯი საეჭვოდ ესადაგება იმ გეგმებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებით – რევოლუციური სცენარის კუთხით. საეჭვოა სამართლის აღსრულების დაცდის ის რამდენიმე დღე. რა საჭირო იყო, ეს პროცესი შეფერხებულიყო, როდესაც ყველასთვის, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა აღსრულებულიყო. თავად გიორგი გახარიაც, ყველას გვარწმუნებდა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი. დაფინანსების შესახებაც პასუხი არ მოგვისმენია“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.