ჩინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა

ჩინეთში, ქალაქ ანცინში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში 5 ადამიანი მოკლა, ხოლო 15 გამვლელი დაჭრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ABC” ავრცელებს.

პოლიციამ დამნაშავე ადგილზე დააკავა. მომხდარის მიზეზი უცნობია, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. წითელი ჯვრის ადგილობრივი წარმომადგენლობა მოსახლეობას დაშავებულებისთვის სისხლის გაღებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები