კანადაში უცნობი ავადმყოფობის აფეთქება დაფიქსირდა

კანადაში, ნიუ-ბრუნსვიკის პროვინციაში ექიმებმა ახალი, უცნობი ავადმყოფობა აღმოაჩინეს, რომელსაც ნევროლოგიური სიმპტომები ახასიათებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “The New York Times” ავრცელებს.

ნევროლოგ ნილა კეშმანის თქმით, ყველა დაავადებულს მოთენთილობა ახასიათებს, ასევე სწრაფად პროგრესირებადი დემენცია ფსიქიკური სიმპტომებით, თავისა და ზურგის ტვინის კონტროლის დაკარგვით ვლინდება.

როგორც ცნობილია, პირველად ავადმყოფობა დიაგნოზირებული იყო 2015 წელს. მას მერე დაფიქსირებულია 48 შემთხვევა, მათგან 6 ადამიანი დაიღუპა.

ძირითადი სიმპტომებია: უძილობა, კოორდინაციის დარღვევა, კუნთების ტკივილი, დემენცია, დეპრესია, მღელვარება, ჰალუცინაციები.

გამოკვლევის დროს დაავადებულებს თავის ტვინის ატროფია და ნევროლოგიური დისფუნქცია დაუფიქსირდათ. გამოცემის ცნობით, ექიმები ცდილობენ ავადმყოფობის მიზეზებს მიაგნონ – ადგილობრივები კი აღელვებულები არიან, რადგან იდუმალებით მოცული ავადმყოფობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები