ბექა დავითულიანი : კანონი უნდა აღსრულდეს ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე

ჩვენი ყველას მიზანია, რომ ბავშვები იყვნენ არასტრესულ გარემოში და მათი უფლებები იყოს რეალიზებული. თუ ბავშვთა უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე აღვასრულეთ კანონი, ასეთ კანონს ჩალის ფასი ექნება. ამიტომ კანონი უნდა აღსრულდეს ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ესაა ჩვენი ამოცანა და ის აუცილებლად შესრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ ბავშვები არიან დაცულები და მათი უფლებების დაცვა არის უზრუნველყოფილი. სოცმუშაკების წარმომადგენლობითი ჯგუფის აქ შემოსვლით და საჭირო დროის განმავლობაში აქ ყოფნით ეს იქნება უზრუნველყოფილი. სოცმუშაკები აქ იქნებიან დღისით და ღამით, მოამზადებენ შესაბამის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნება გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, სტრესული გარემო შიგნით ბავშვებს მოეხსნებათ, ვინაიდან სოცმუშაკების შიგნით მუშაობა ამ გარემოებებს ჩააცხრობს.. დანარჩენს რაც შეეხება, ეს არის შემდეგი ეტაპები. დასკვნა იქნება მაშინ, როდესაც სოცმუშაკები საკმარისად ჩათვლიან იმ ინფორმაციას, რასაც მიიღებენ. კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს, ოღონდ ჩვენი ყველას მიზანია, რომ ბავშვები იყვნენ არასტრესულ გარემოში და მათი უფლებები იყოს რეალიზებული. თუ ბავშვთა უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე აღვასრულეთ კანონი, ასეთ კანონს ჩალის ფასი ექნება. ამიტომ კანონი უნდა აღსრულდეს ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ესაა ჩვენი ამოცანა და ის აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები