პუტინის აზრით, აშშ საბჭოთა კავშირის გზას ადგას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები “იმპერიების პრობლემის” წინაშე აღმოჩნდნენ და საბჭოთა კავშირის ისტორიულ გზას ადგანან.

ამის შესახებ მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა.

”თქვენ იცით, რაშია პრობლემა, მე გეტყვით, როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე. რა პრობლემა აქვთ იმპერიებს – ისინი ფიქრობენ, რომ იმდენად ძლიერი არიან, რომ მცირე შეცდომებისა და გადაცდომების უფლება აქვთ. ამათ ვიყიდით, იმათ შევაშინებთ, ამათთან შევთანხმდებით, ამათ მივცემთ ბონუსებს, დავემუქრებით სამხედრო ხომალდებით. და ეს პრობლემას გადაჭრის. მაგრამ პრობლემები იზრდება“, – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, “დგება მომენტი”, როდესაც შეუძლებელია პრობლემებთან “გამკლავება” ასეთი ტაქტიკის გამოყენებით. პუტინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა “თავდაჯერებული ნაბიჯებით, მყარი ნაბიჯით საბჭოთა კავშირის გზას ადგანან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები