გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონატზე: ნებისმიერი კარჩაკეტილობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებს აზიანებს

ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ნინოწმინდის პანისონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებული ვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

“სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია, პოლიტიკური ელფერი იმიტომ არ გასდევს, რომ ჩვენი ოპონენტები იძახიან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამას ჩვენც ვამბობთ. გამორჩეულად არის ტედნეცია რომელიც ვითარების ესკალაციისკენ, ისტერიკისკენაა მიმართული. მე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს. ნებისმიერი კარჩაკეტილობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებს აზიანებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები