ბრაზილიაში მძიმე ეპიდვითარებაა – ვირუსს კიდევ 1500-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 37 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას კიდევ 1454 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების სულ 16,8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 470 842 პირი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა17 მილიონი ადამიანი.

მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ქვეყნის სანიტარული ინსპექციის ეროვნულმა სააგენტომ (Anvisa) მწვანე შუქი აუნთო რუსულ Sputnik V-ის იმპორტს.

Anvisa-ს კოლეგიის საბჭო საკითხზე შვიდი საათის განმავლობაში მსჯელობდა. თუმცა, პრეპარატის მიწოდება განსაკუთრებული პირობებით მოხდება, კერძოდ, მომარაგება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ საწარმოებიდან, რომლებიც ბრაზილიის მარეგულირებლის მიერ იქნება დამოწმებული. მისი გამოყენება იქნება შეზღუდული ვაქცინირებულთა ასაკით – მინიმუმ 18 წლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები