“გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს ნინოწმინდის პანსიონის არასრულწლოვანთა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და მათი უფლებების დარღვევას”

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას.

“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთანდაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

აღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთანდაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით.

ამჟამად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. ადგილზე ჩართული სპეციალისტები უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაო პროცესს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით.

საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი ეტაპობრივად ფართოვდება,” – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები