,,ქართული ოცნების” დეპუტატები ნინოწმინდის პანსიონში მივიდნენ
,,ქართული ოცნების” დეპუტატები – ბექა ოდიშარია და შალვა პაპუაშვილი, ნინოწმინდის პანსიონში მივიდნენ.
მათ, ჯერჯერობით, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.
იქამდე, პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ. ადგილზე არიან სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.