“იგი შექმნილია სივრციდან, ფიქრებიდან, ენერგიიდან” – იტალიაში უხილავი სკულპტურა 18 ათას დოლარად გაიყიდა

იტალიელმა მხატვარმა, სალვატორე გარაუმ უხილავი სკულპტურა, სახელწოდებით “მე ვარ” Art-Rite-ს აუქციონზე 18 300 დოლარად გაყიდა.

აღინიშნება, რომ უხილავი ქანდაკების თავდაპირველი ფასი 2,5-ჯერ ნაკლები იყო.

ამის შესახებ Italy 24 News-ი წერს.

გარაუს მტკიცებით, ქანდაკების ზომებია 1,5 / 1,5 მეტრი და ის მხოლოდ კერძო სახლში შეიძლება, განთავსდეს, სასურველია – ღია ცის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებას ვერავინ ნახავს, მის მფლობელს ნამდვილად ექნება შეძენის მტკიცებულება – არამატერიალურ ქანდაკებაზე საკუთრების უფლების სერთიფიკატი.

”თქვენ ვერ ხედავთ ქანდაკებას, მაგრამ ის არის. იგი შექმნილია სივრციდან, ფიქრებიდან და ენერგიიდან”, – ამბობს ნაშრომის ავტორი.

გარაუ ასევე ყურადღებას ამახვილებს ნამუშევრის უნიკალურობაზე, რადგან გამომდინარე იქედან, რომ ის უხილავია, მისი კოპირება შეუძლებელია.

“მე ვარ” სალვატორე გარაუს პირველი ნამუშევარი არ არის. 2020 წლის თებერვალში მხატვარმა მილანის მოედანზე წარადგინა ნამუშევარი “ბუდა ფიქრებში” – რომელიც წარმოადგენდა ცარიელ სივრცეს, რომელიც იატაკზე ლენტებით იყო შემოსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები