შარლ მიშელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ნადიას, რომელმაც მომცა ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს: თავისუფლების დოზა.

ნადია და მსოფლიოს ყველა ჯანდაცვის მუშაკი გვეხმარება, რათა ნელ-ნელა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

ამას გარკვეული დრო დასჭირდება და ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ სწორ გზაზე ვართ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები