პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე გიგა მაქარაშვილი დააკავეს
საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, სადაც უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ, სამართალდამცავებმა აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მოხდა.
ამასთან, აქციის მონაწილეები პანსიონატის სასწრაფოდ დახურვას, მოზარდების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილებასა და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.