კონგოში ნავის გადაბრუნებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ტანგანიკის ტბაზე ნავის გადაბრუნებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიოსადგური – Radio Okapi ავრცელებს.

ტრაგედიის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

ასევე, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 10 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

საზღვაო კომისრის, ჯეიმს ამანის მუნგაზის თქმით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, გადატვირთვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები