პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები პროკურატურაში შესვლას აპირებდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოყვა.

აქციის მონაწილეები პანსიონატის სასწრაფოდ დახურვას, მოზარდების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილებასა და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები