რობ პორტმანი: დღეს ჩემი თვალით დავინახე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია – აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით

ამერიკელი სენატორი, რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით.

„დღეს ჩემი თვალით დავინახე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა, რომელიც რუსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას ადოკუმენტირებს, შთამაგონებელია. აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით“, – წერს სენატორი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები