თურქეთში მოთო​ვა (ფოტო)

თურქეთის რამდენიმე პროვინციაში მოთოვა.

TRT Haber-ი იტყობინება, რომ თოვლი რიგ მაღალმთიანი რაიონში გვიან ღამით მოვიდა, მათ შორის, რიზეში, არდახანში, ბოლუში, ასევე, პოპულარულ კურორტზე ერჯიეს ვულკანზე, ქეისერის პროვინციაში

CNN Turk-ის ინფორმაციით, თოვლის 5-სანტიმეტრიანი საფარი ქალაქ ბურსას ახლობლად დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ რაიონში გასულ კვირას ჰაერის ტემპერატურა +30-ს აღწევდა.

თურქეთის მეტეოროლოგიის დეპარტამენტი მოსახლეობას გადაუღებელი წვიმების შესახებ აფრთხილებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები